3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:32:14

გამოიყენე სახლის ტექნოლოგია შენს საქმეში

By: Admin
2020-11-25 16:08:16
204

სახლიდან მუშაობა ყოველთვის რთული და დამღლელია, ზოგისთვის მეტად ზოგისთვის ნაკლებად, მაგრამ დიდ თვითდისციპლინას და ტექნოლოგიურ მზაობას მოითხოვს. გადახედეთ სახლში არსებულ ტექნოლოგიურ ინვენტარს, როგორ შეიძლება თქვენი სამუშაო დღე უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოთ?
ყველას გვაქვს ტელევიზორი და ყურსასმენები, თუმცა საქმის დროს ხშირად საერთოდ არ ვიყენებთ, არადა აღმოჩნდა რომ ეს ორი ტექნოლოგია ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გამოიყენოთ მუშაობის დროს.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ყურსასმენები მუშაობის დროს:

შესაძლოა მუშაობა ხმაურში გიწევდეთ, ცხადია ამ დროს ყურსასმენების როლი გადამწყვეტია, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ხმაურის გარდა სხვა რამეშიც დაგეხმარებათ.
პირველ რიგში სამყაროსგან განცალკევების შეგრძნება ხელს შეგიწყობთ კონცენტრაციაში და აზრების დალაგებაში, გარდა ამისა კონკრეტული მუსიკალური ჟანრი შეგმატებთ მხნეობას და ენერგიულობას. არსებობს მუსიკა რომელიც იმპულსურად მოქმედებს თქვენი აღქმისა და აზროვნების უნარებზე, ყურსასმენებში კი კიდევ უფრო ეფექტურია.
თქვენ მიერ აღმოჩენილი ხმოვანი ფონები შეგიძლიათ გაუზიაროთ თანამშრომლებს და კვლავ დაიბრუნოთ ის ერთიანობის შეგრძნება, რომელიც სახლში მუშაობამდე გქონდათ.

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მუშაობის დროს ტელევიზორი:
შეიძლება ითქვას რომ ტელევიზორი თქვენს სახლში ხმაურის და ახალი ამბების წყაროს გარდა შეიძლება უბრალოდ გიგანტურ მონიტორად იქცეს. ეს ფუნქცია ხელსაყრელია არამხოლოდ გეიმერებისთვის არამედ მათთვის ვინც სახლიდან მუშაობს, კომფერენც ზარის თუ პრეზენტაციის თვალიერებისას, ინფორმაციის აღქმა ბევრად უფრო მარტივია დიდ ეკრანზე. ამისთვის შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური კაბელი ან უბრალოთ გააზიაროთ  დივაისის ეკრანი ტელევიზორის ეკრანზე, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი დრო არ დაგჭირდებათ გარკვევაში.
თქვენი ტელევიზორი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ზოგიერთ კრიტერიუმს მაგალითად ქონდეს HDMI შესაერთებელი და საკმარისი მეხსიერება, იმისთივის რომ შეძლოს კომპიუტერიდან მიღებული ბრძანებების შესრულება, თუმცა თანამედროვე ტელევიზოების უმეტესობა მარტივი გამოსაყენებელია მონიტორად.
ეცადეთ შეიქმნათ კომფორტული გარემო სახლში მუშაობისას, ისიამოვნოთ პროცესით და ხშირად დაასვენოთ გონება. ამ ყველაფერში უკვე თქვენი ტელევიზორი და ყურსასმენებიც დაგეხმარებათ.

Share