ვალუტის კურსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმ სოციალური პაკეტის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა აგრძელებს.
მისი თქმით, თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„ჩვენ ვაწესებთ სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში, ეს გახლდათ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც აქვს საბანკო სესხი მიზნობრივად ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს, მივეხმაროთ სესხის გადავადებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
Share