3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:50:18

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
2020-11-27 17:09:41
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3164 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი  3.3137 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9545 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9466 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში  0.0079 ლარი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share