4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:44:02

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა

By: Admin
2020-11-30 11:45:44
204

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1 პროცენტია.

„წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1 პროცენტია.

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share