5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:06:41

თიბისის ფეის აპი - სწრაფი გადახდები მობილურიდან

By: Admin
2020-11-30 12:03:31
204

თიბისი ფეის მომენტალური გადახდების სისტემა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდა. სწრაფი გადახდების განხორციელება უკვე პირდაპირ მობილურიდანაა შესაძლებელი. არ იცვლება მთავარი იდეა - ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, 24 საათიანი ვებგვერდი თუ მობილური აპლიკაცია. სმარტფონით გადახდისას კი ისარგებლეთ აპლიკაციის უამრავი საჭირო და სასარგებლო ფუნქციონალით, რომელიც გადახდების პროცესს მარტივს და მოსახერხებელს გახდის.

მრავალფუნქციური აპი თიბისი ფეისგან

მობილური ტელეფონი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ზარების განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობა. მისი დახმარებით უამრავ საჭირო საქმეს ვაკეთებთ. სმარტფონებმა გაგვიმარტივა ცხოვრება და უამრავი სერვისის დისტანციურად მიღების შესაძლებობა მოგვცა. მაგალითად, გადასახადების გადახდა - როგორც წესი, მინიმუმ თვეში ერთხელ ყველას გვიწევს რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების შესრულება - კომუნალურები, სატელეკომუნიკაციო ხარჯები, სკოლის და ბაღის გადასახადი, ლომბარდის თუ კრედიტის შესატანი, ამანათების ტრანსპორტირება, სახელმწიფო ჯარიმები და ა.შ.

რას იტყვით ყველა სახის გადასახადის ერთ ადილას, ერთ სივრცეში გადახდის შესაძლებლობაზე? თიბისი ფეი სწორედ ასეთი ადგილია სადაც 1000-ზე მეტი კომპანიის 1000-მდე სერვისს მარტივად, ერთი კლიკით გადაიხდით. მობილური ტელეფონის აპლიკაციით კი დამატებითი ფუნქციებითაც ისარგებლებთ:

  • შექმენით გადახდის შაბლონები - შაბლონები დაგეხმარებათ ხშირად გამოყენებული სერვისების სწრაფად გადახდაში. ამით თავიდან აირიდებთ ყოველ ჯერზე მონაცემების ხელახალ შეყვანას. ყოველი გადარიცხვის შემდეგ კი შეძლებთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც მიიღოთ და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდოთ.
  • მიიღეთ შეტყობინება დავალიანების შესახებ - დაამახსოვრეთ აპლიკაციაში თქვენი სააბონენტო ნომერი და მასზე დავალიანების ასახვისთანავე თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ამის შესახებ. ასე თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ გადახდის შესრულება და თავიდან აირიდებთ უსიამოვნო სიურპრიზებს.
  • გადარიცხეთ თანახა - თიბისი ფეის აპით თანხის გადარიცხვა  მარტივია, აირჩიეთ როგორ გსურთ გადარიცხვა - მიმღები პირის ბარათის 16-ნიშნა ნომრის მითითებით, გადარიცხვა პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის მითითებით თუ გადარიცხვა მობილურის ნომრით. თანხა მიმღებ პირს მომენტალურად აესახება.
  • მოითხოვეთ თანხა - ეს ინოვაციური სერვისი საშუალებას გაძლევთ საერთო საქმისთვის თანხის მოგროვება ორგანიზებული, მარტივი და სახალისოც კი გახადოთ. გაინაწილეთ ლანჩის თანხა, შეაგროვეთ მეგობრისთვის საჩუქრის ფული, გაუკეთეთ ორგანიზება საერთო შეკრებას და არ იდარდოთ  უხერხულ მომენტებზე, რაც თანხის მოგროვებას უკავშირდება. აირჩიეთ კონტაქტებიდან საერთო საქმეში მონაწილე პირთა ნომრები, მიუთითეთ გასაყოფი თანხის ოდენობა და ერთი კლიკით გააგზავნეთ შეტყობინება ყველა მათგანთან.  SMS შეტყობინებას ისინი მობილურზე მიიღებენ, სადაც თანხის თქვენთან გადმოსარიცხად საჭირო ბმული იქნება მითითებული. ფულის გადმოსარიცხად მათ არ დასჭირდებათ თიბისი ფეის აპით სარგებლობა. თქვენს თანხას კი საბანკო ბარათზე მიიღებთ. თუკი ჩარიცხვას დაგიგვიანებენ, შეგიძლიათ შეხსენების ფუნქციითაც ისარგებლოთ.
  • აკონტროლეთ ხარჯები - თიბისი ფეის აპლიკაციით ფინანსების კონტროლი მარტივია - ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ გადახდების ისტორია, თვალი გადაავლოთ დანახარჯებს და ორგანიზებულად მართოთ ფინანსები.
  • ისარგებლეთ ინტერნეტის გარეშე  - თიბისი ფეის აპლიკაცია ფაქტობრივად არ მოიხმარს ინტერნეტს და მისი სრული ფუნქციებით სარგებლობა მაშინაც შეგიძლიათ, როდესაც მობილურის ბალანსი ამოწურული გაქვთ. ეს სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.
  • გადაიხადეთ სერვისები  - თიბისი ფეის სისტემაში 1000-ზე მეტი სერვის-პროვაიდერია წარმოდგენილი. ძებნის გაიოლებისთვის ისინი კატეგორიებადაა დაყოფილი. აქ ყველაფერია, რისი გადადაც გსურთ. აპლიკაციის მარტივი ინტერფეისი კი გაგიადვილებთ გადახდების შესრულებას.

თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის მომხარებლებისთვის. გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს:

iOS სისტემისთვის  App Store-დან;

Android სისტემისთვის  Play Store-დან.  

(R)

Share