4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:43:58

რას მოიცავს კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ექსტრა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სადაზღვევო პროდუქტია. ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიუწვდება ხელი საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე, კომპანიები კი აქტიურად სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ საქმე ისეთ მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებს ეხება, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, დამბლა, ინფარქტი და ა.შ. სტანდარტული სადაზღვევო ნაკრები არ ითვალისწინებს მსგავსი შემთხვევების მკურნალობას ან აფინანსებს საჭირო თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს. კრიტიკული დაავადებების დასაზღვევად თიბისი დაზღვევაში სპეციალური ნაკრები - ექსტრა შეიქმნა, რომელიც ერთდროულად შვიდ სახიფათო დაავადებას მოიცავს.

დაზღვეული რისკები

კრიტიკული დაავადებების უმეტესობა დღეისათვის, დროული რეაგირების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში აღარ არის, თუმცა მათი მკურნალობა ხშირად დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, თანხის მობოლიზებისთვის დრო არ უნდა დაიკარგოს. ასეთი შემთხვევებისგან  წინასწარ თავის დაზღვევაა საჭირო. ნაკრები ექსტრა თქვენს ჯანმრთელობას 7 ყველაზე გავრცელებული სახიფათო დაავადებისგან დააზღვევს. ესენია -

  • ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც შედის მისი ყველა სტადია (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური  - 0 და I სტადია)
  • მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი
  • ინსულტი
  • კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება
  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
  • დამბლა
  • სიბრმავე

კონკრეტული დაავადებების დაზღვევის გარდა, ექსტრა ნაკრების მომხმარებლები  მათ საჭიროებებზე  მორგებულ სერვისებსაც მიიღებენ. უფრო ვრცლად კი, ნაკრების შეძენით -

  • თქვენთან ერთად დაზღეული იქნებიან თქვენი 0-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილები, რომელთა მიმართაც სრულად გავრცელდება დაზღვევის ყველა პირობა და ამისათვის თანხის დამატებით გადახდა არ მოგიწევთ.
  • თქვენ საშუალება გექნებათ, დააზღვეული დაავადებებიდან რომელიმეს დადგენის შემთხვევაში, დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმოთ. თიბისი დაზღვევა დახმარებას გაგიწევთ ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიებაში.
  • დიაგნოსტირების შემდეგ, საშუალება გექნებათ სამკურნალოდ აირჩიოთ საზღვარგარეთ მდებარე კლინიკები, ხოლო გამგზავრების,  განთავსების და მკურნალობის ორგანიზებაში თიბისი დაზღვევა დაგეხმარებათ.
  • ნაკრები ექსტრას პარტნიორია საერთაშორისო კომპანია MediGuide, რომელიც დაზღვეულებს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ეხმარება. კომპანიას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ამჟამად 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, საიდანაც მომსახურებას 152-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს უწევს.

დაზღვევის ღირებულება და ლიმიტები

ნაკრები ექსტრას ღირებულება დამოკიდებულია დასაზღვევი პიროვნების ასაკსა და ანაზღაურების არჩეულ ლიმიტზე. თქვენ შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ სასურველი ლიმიტი - 25 000 ლარი/10 000 დოლარი, 50 000 ლარი/20 000 დოლარი, 75 000 ლარი/30 000 დოლარი და 150 000 ლარი/60 000 დოლარი. ნაკრების ღირებულების ზუსტად დასაანგარიშებლად, შეიყვანეთ მონაცემები ვებგვერდზე მოცემულ კალკულატორში, სადაც მარტივად დაითვლით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის რაოდენობას.

რაც შეეხება ანაზღაურებას, დაზღვეული დაავადებებიდან რომელიმეს დიაგნოსტირების შემთხვევაში, თქვენ სრულად მიიღებთ ლიმიტით განსაზღვრულ თანხას, დამატებითი საბუთების, კალკულაციის ან მკურნალობის გეგმის წარდგენა საჭირო არ არის. თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში - თავად შეარჩევთ როგორც სამკურნალო კლინიკას, ასევე დამოუკიდებლად განკარგავთ მიღებულ თანხას.

ნაკრები ექსტრა მარტივი და ყველასთვის მისაღები პირობებით გამოირჩევა. მისი შეძენა შეუძლიათ 18-დან 61 წლამდე პირებს, რომელთაც დაზღვევის შეძენის მომენტამდე არ აქვთ დასმული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან სიმსივნის დიაგნოზი. პოლისის მიღება შესაძლებელია ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე. მოცდის პერიოდი 90 დღეს შეადგენს, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პოლისი გააქტიურდება.

(R)

Share