-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:34

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.

"მოთხოვნამ შეადგინა 44 860 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.050 პროცენტით,  მაქსიმალური 7.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.126 პროცენტით განისაზღვრა", - აცხადებენ სებ-ში.

Share