ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაცით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ შეადგინა 56 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.440 პროცენტით, მაქსიმალური 7.580 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.520 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
Share