
საქართველოში არსებული სკოლების რაოდენობა 4 ერთეულით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება. ხოლო ყველაზე მეტი მოსწავლე (34.9%) თბილისში სწავლობს.
„2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 609.1 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.1% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.9%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% - ბიჭი. 2019/2020 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 247 მოსწავლემ, რაც 31.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 41.0% გოგოა, ხოლო 59.0% - ბიჭი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share