
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მთავრობამ ორ კვარტალში 445 მლნ ლარი ვერ აითვისა.
კერძოდ, პირველ კვარტალში ჩამორჩენამ 1.3% (44.8 მლნ ლარი), ხოლო მეორე კვარტალში 10.4% (400.2 მლნ ლარი) შეადგინა. მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც.
„პირველ კვარტალში გადასახდელების გეგმიდან ჩამორჩენა ძირითადად განპირობებულია „არაფინანსური აქტივების ზრდისა“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლების გეგმებიდან ჩამორჩენით, შესაბამისად, 3.0%-ითა (12.9 მლნ ლარით) და 24.5%-ით (15.3 მლნ ლარით);
მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა გეგმიდან მნიშვნელოვან ჩამორჩენას გადასახდელების ყველა კომპონენტში. კერძოდ, „ხარჯების“ მუხლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 9.0%-ს (267.8 მლნ ლარი), „არაფინანსური აქტივების ზრდისა“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებისთვის კი შესაბამისად, 19.7%-სა (99.3 მლნ ლარი) და 17.7%-ს (18.6 მლნ ლარი) შეადგენს;
მესამე კვარტლის გადასახდელებიდან ორი თვის მდგომარეობით ათვისებულია 59.1% (2.7 მლრდ ლარი), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია8
გეგმური მაჩვენებლის შესასრულებლად კვარტლის ბოლო თვეში (სექტემბერში) ასათვისებელი თანხა 1.9 მლრდ ლარს შეადგენს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share