
2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალი დაახლოებით 1.8 მლრდ ლარით გაზარდა, - ამის შესახებ ნათვქამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 17 26.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 5.7 მლრდ ლარით აღემატება.
„2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 17 26.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 5.7 მლრდ ლარით აღემატება. აღნიშნული ზრდა უმეტესწილად დაკავშირებულია ახალი სესხების აღებასთან. მთავრობის ვალის ნაშთი კი 5.6 მლრდ ლარით არის გაზრდილი და 25.5 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნული ზრდაც ასევე ძირითადად ახალი სესხების აღებითაა გამოწვეული. კერძოდ, მთავრობის ვალის ნაშთის ზრდაში ახალი სესხების აღების ეფექტი 67.1%-ს, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტი 32.9%-ს შეადგენს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share