
2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ვკითხლობთ საქსტატის ანგარიშში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-7.8 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (2.6 პროცენტი)“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share