
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამის შესაებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 11.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით ნაკლებია.
2020 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 57.1 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე - 27.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.1 პროცენტი“, - განაცხადეს საქსტატში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share