
იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, - ამსი შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათი ინფრომაციით, მოცემულ პერიოდში იმპორტმა 1004,8 ათასი ტონა შეადგინა.
„2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 501,9 ათასი ტონა - შედარებით 8,2 ათასი ტონით ანუ 1,6%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 511,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 490,6 ათასი ტონა - შედარებით 20,5 ათასი ტონით ანუ 4,2%-ით).
2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: რუსეთი - 308,4 ათასი ტონა (30,7%); აზერბაიჯანი - 194,0 ათასი ტონა (19,3%), რუმინეთი - 192 ათასი ტონა (19,1%), ბულგარეთი - 102,9 ათასი ტონა (10,2%); თურქმენეთი - 93,2 ათასი ტონა (9,3%), საბერძნეთი - 40,6 ათასი ტონა (4,0%), ყაზახეთი - 39,1 ათასი ტონა (3,9%), თურქეთი - 14,7 ათასი ტონა (1,5%), მოლდოვა - 10,7 ათასი ტონა (1,1%); და სხვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share