3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:48:39

კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული

By: Admin
2020-12-07 12:54:15
204

კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განაცხადების რეგისტრაციის პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეწარმეებს, იმათ, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა. მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share