1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:08:00

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციები 11.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა

By: Admin
2020-12-07 13:05:53
204

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციები 11.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა.

ამის შესახებ ვკითხულობთ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 11.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.98% წინა კვირასთან შედარებით და +24.79% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1721 ათასს გადააჭარბა, GBP 11.64 – 12.92 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 180 ათასი აქცია შეადგინა“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share