3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:38:07

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

By: Admin
2020-12-08 12:49:25
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზვრა. აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 8 640 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 615 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა 8 640 ლარი შეეფარდა.

(NS)

Share