2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:59

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-08 14:52:09
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა.

„მოთხოვნამ შეადგინა 117 577 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090 პროცენტით, მაქსიმალური 8.140 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.119 პროცენტით განისაზღვრა“, - განაცხადეს სებ-ში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share