
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია.
ამის შესახებ ვკითხულობთ საქტატის ანგარიშში.
„წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ქვეყნებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო 117.7 მლნ. აშშ დოლარით, ნიდერლანდი 79.3 მლნ. აშშ დოლარით და აშშ 24.2 მლნ. აშშ დოლარით.
2020 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა №2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 38.9 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 26.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ - 8.0 პროცენტით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share