4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:25

იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა

By: Admin
2020-12-10 10:06:01
204

იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,6%-ით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,66 ათასი ტონა) შედარებით და 0,25 ათასი ტონით ანუ 13%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,92 ათასი ტონა) შედარებით.

„მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12  ათასი ტონა, რაც 1,22 ათასი ტონით ანუ 6,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,34 ათასი ტონა) შედარებით.

იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 5,25 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,73 ათასი ტონა (15,9%); გერმანია - 1,54 ათასი ტონა (9,0%);  ირანი - 1,20 ათასი ტონა (7%);  და სხვ“, - ვკითხულოთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share