
საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციაციის წარმომადგენლებისთვის თბილისი ენერჯის მიერ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირება გაუგებარია. თბილისი ენერჯის ამ გადაწყვეტილებას 7 ბიზნეს ასოციაცია უარყოფითად აფასებს.
"განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, თბილისი ენერჯი იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს", — აცხადებენ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები.
მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ ეროვნული მარეგულირებლის მიერ არ რეგულირდება, რაც ბიზნეს ასოციაციაში, ასევე, უცნაურად მიაჩნიათ.
Share