1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:56:20

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

By: Admin
2020-12-11 13:18:18
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ,  ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 900 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა 6 900 ლარი შეეფარდა.

(NS)

Share