2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:54:48

იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.6 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-12-14 11:27:37
204

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროცნული სამსახური ავრცელებს.

„აქედან, ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7 186.3 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4 169.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტი შეადგინა“, - ვკითხულობთ განაცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share