4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:12

1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებულმა ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2020-12-14 11:53:03
204

2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 6 456 ტონა.  რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

(NS)

Share