4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:39:52

28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საქმიანობა 6 018 ობიექტს შეუჩერდა

By: Admin
2020-12-14 13:09:26
204

28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6 018.

ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

„12-13 დეკემბრის ერთობლივი მონიტორინგის სტატისტიკური მონაცემებით, სულ ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტის შემთხვევაში ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი გაფრთხილება განხორციელდა. 72 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა მისი დეტალური შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით და დადგინდა რომ შესაბამისობაშია პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. რაც შეეხება რემონიტორინგის შედეგებს, განხორციელდა 42 ობიექტის შემოწმება და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 32 ობიექტი ფაქტობრივად არ ითვალისწინებდა მოთხოვნებს, 7 არ ახორციელებდა მუშაობას, 3 ობიექტი პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6 018, კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი“, - განაცხადა ფერაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share