3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:38:54

მებაჟე ოფიცრებმა 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

By: Admin
2020-12-14 16:38:00
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზვრა. აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 174 923  ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 3 224 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

(NS)

Share