2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:46:57

სხვანაირი საახალწლო ნაძვის ხე

By: Admin
2020-12-14 16:41:20
204

სხვანაირი საახალწლო ნაძვის ხე

საახალწლო განწყობას სახლში ადამიანების და გემრიელი სუნების გარდა კიდევ ინტერიერის მორთულობა განსაზღვრავს. ზოგჯერ ნაძვის ხე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ან უბრალოდ არ ჯდება გემოვნებაში, ჩვენს სტატიაში გაეცნობით საახალწლო ინტერიერში ნაძვის ხე, ნამდვილი ხის გარეშე როგორ მოაწყოთ. გაგიკვირდებათ და ნამდვილი ზღაპრის მოწყობის არაერთი ალტერნატიული მეთოდია.
 

კედლის ნაძვის ხე

ეს ერთ-ერთი გავრცელებული ტრენდია და წელსაც არ კარგავს აქტუალურობას, კედლის ნაძვის ხე კედელზე ნაძვის ფორმის ჩამოკიდულ ტოტებს, ლენტებს, თაროებს და ნებისმიერ სხვა ნივთებს გულისხმობს რომელიც შეგვიძლია მოვრთოთ, შუქებით, სათამაშოებით ან ნატურალური დეკორაციებით: გირჩებით, წიწვებით ან უბრალოდ ზამთრის ხილით.
 

სტაბილური სამკუთხედი

ის რასაც სამკუთხედი ფორმა აქვს, თავისუფლად შეიძლება ნაძვის ხედ გამოვიყენოთ. კიბე რომელსაც ფარდი დასაკიდად ვიყენებთ სულაც არ ქმნის სადღესასწაულო განწყობას, მაგრამ თუ მას შუქებს და სათამაშოებს კრეატიულად დავამატებთ, ეს უკვე ნამდვილი ზღაპრული დეკორაცია გახდება. ასევე გამოგვადგება ოთხი ჯოხისგან შექმნილი კონუსი.

ნივთების ხროვა

აღმოჩნდა რომ თუ წიგნებს ერთმანეთზე დავალაგებთ და ყოველ ფენაში ნაკლები წიგნი იდება, კონუსის მსგავს ფორმას მივიღებთ. გარდა ამისა იგივეს გაკეთება შეიძლება ბალიშებით ან უბრალოდ ყუთებით. კონუსი მოვრთოთ შუქებით და ნებისმიერი საახალწლო დეტალებით, ალტერნატიული ნაძვის ხე მზადაა.
 

ფოტო ალბომი

კედელზე ტოტების გარდა, უფრო ემოციური სახით შეგვიძლია შევქმნათ ნაძვის ხე. მაგალითად სასიყვარულო წერილები, ფოტოები ან დაბეჭდილი მესიჯები მივამაგროთ ისე რომ საბოლოო ჯამში მაღალი, წაგრძელებული სამკუთხედი გამოვიდეს. ერიდეთ სიზუსტეებს და მოწესრიგებულ განლაგებას, რაც უფრო ქაოტური იქნება განლაგება მით უფრო ვინტაჟური და საინტერესო იქნება თქვენი დეკორაცია. ბოლო შტრიხი როგორც ყოველთვის ნათურები და წითელი ფურცლებისგან დამზადებული ბურთები შეიძლება იყოს.

 

ახალი წელი პირველ რიგში ჩვენს განწყობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო გავცდებით შესაძლებელის საზღვრებს მით უფრო საინტერესო შედეგს მივიღებთ. 2020 წლის დასასრული ნამდვილად იმსახურებს ორიგინალურ დასასრულს და იუმორით სავსე დღესასწაულს.

Share