1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:54:15

ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა

By: Admin
2020-12-15 14:42:21
204

2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი (562.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.5%-ით (18.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ანგარიშს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

„2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (72.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია“, - აცხადებენ სებ-ში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share