4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:04

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა

By: Admin
2020-12-16 12:45:22
204

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა:

  • 19,912 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა; სხვადასხვა პარამეტრზე ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) გამოვლინდა-2,246 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) ფარგლებში განსაზღვრული გეგმის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა 23  ნორმატიული აქტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
  • ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური  ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია;
  • 2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შიდა ბაზარზე უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

(NS)

Share