5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:06

მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას

By: Admin
2020-12-16 12:49:08
204

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა მავნებლებისგან დაცვის  და მოსავლის შენარჩუნების მიზნით:

  • დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში,  37 მუნიციპალიტეტში,  დამუშავდა 325 700 ჰა-მდე ფართობი (თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიებით); დამონტაჟდა - 6000 მონიტორინგის სისტემა; „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური - 107 000 ფერომონი;
  • ფართობები დამუშავდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მდელოს ფარვანას, ამერიკული თეთრი პეპელას, იტალიური კალიას და  კოღოს საწინააღმდეგოდ, სულ  - 102 790  ჰა ;
  • პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა რეალიზაციის წესების  148  დარღვევა;
  • 2021 წელს გაგრძელდება აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები და მონიტორინგი.

(NS)

Share