5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:35

2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა ახალი უწყება - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობი

By: Admin
2020-12-16 13:11:46
204

მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოწურვადი რესურსია, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ღირებულება გააჩნია. ახალი სააგენტო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს - მიწის ბაზრის, სოფლის მეურნეობის დარგებისა და ზოგადად სოფლის განვითარებას.

სააგენტოს უფლებამოსილებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

მიმდინარე წელს ქარსაფარი ზოლები გაშენდა 33 კმ-ზე, მოეწყო 2 სანერგე მეურნეობა ახლაგაზრდა ფერმერებისათვის, განხორციელდა ნაკვეთმონაცვლეობითი თესლბრუნვის საპილოტე პროექტი 448 ჰა-ზე, ინვენტარიზაცია 69,000 ჰაზე და გამოვლინდა ყველაზე დეგრადირებული ფართობები, დაიგეგმა აღდგენის ღონისძიებები, მიმდინარეობს მუშაობა საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე.

(NS)

Share