ვალუტის კურსი

2020 წლის III კვარტალში მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.
ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსაური ავრცელებს.
„2020 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 5.9 პროცენტით“, - აცხადებენ საქსტატში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share