3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:28:57

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

By: Admin
2020-12-18 11:33:25
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სენაკის რაიონში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა.    

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

(NS)

Share