4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:14

საუკეთესო ნივთები, რაც შეიძლება აჩუქო ძვირფას ადამიანს ახალ წელს

By: Admin
2020-12-18 17:34:47
204

ახლოვდება ახალი წელი და ნელ-ნელა იმატებს დღესასწაულისთვის ჩვეული მოვლენები, მაგალითად ყველანი ვარჩევთ საჩუქრებს როგორც საკუთარი თავებისთვის, ასევე ძვირფასი ადამიანებისთვის. სამსახურში დიდი ალბათობით Secret Santa-საც თამაშობთ. თავის მხრივ კი, კომპანიები გვთავაზობენ ფასდაკლებებს და მაქსიმალურად ცდილობენ ამის შესახებ გაგვაგებინონ. შეიძლება უკვე არჩეული გაქვთ საჩუქარი, თუმცა თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, სტატიაში ნახავთ რა შეიძლება აჩუქოთ ადამიანებს.

ბლუთუზ ყურსასმენი

ყურსასმენი ძალიან კომფორტული ნივთია, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს და თუ კაბელი არ აქვს უფრო მეტად გვიყვარს ისინი. ყურსასმენი განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაუხარდებათ, ვისაც მუსიკის მოსმენა ძალიან უყვრათ. ჩათვალეთ, საჩუქრის ჩუქნისას თქვენ კომფორტს და საყვარელ მუსიკას ჩუქნით. ასევე, ძალიან გამოსადეგია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს კომუნიკაცია სხვებთან ტელფონით თუ ვიდეო ზარით.

ვებ კამერა

უმეტესობა ჩვენგანი შეიძლება ნოუთბუქს ან პლანშეტს ხმარობს მუშაობისთვის, თუმცა თუ ხშირად გიწევთ საქმიანი ურთიერთობა და ვიდეო ზარი ამის განუყოფელი ნაწილია, ვებ კამერა ძალიან კომფორტული მოწყობილობაა, რომელიც მუშაობას საკმაოდ გაგიიოლებთ. ასევე, პანდემიიდან გამომდინარე, საყვარელ ადამიანებთან ვიზიტს ვეღარ ვახერხებთ და გვიწევს კომუნიკაცია დისტანცირებულად. ხშირადვე ეწყობა წვეულება ონლაინ, ანუ საკუთარ სახლში ხარ, ალკოჰოლი და ტკბილეული მომარჯვებული გაქვს და ვიდეო ზარის მეშვეობით მეგობრებთან ერთად აღნიშნავ. ასეთ დროს კარგი ვებ კამერა წვეულებას უფრო სახალისოს და სასიამოვნოს ხდის.

ნოუთბუქი

თუ გინდათ ადამიანი სოლიდური საჩუქრით გაახაროთ, ნოუთბუქი სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად გაუხარდება. 2020 წლის განმავლობაში ნოუთბუქი ჩვენი ახლო მეგობარი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთია ჩვენს ირგვლივ, რომლის მეშვეობითაც მთელი წელი სახლიდან ვმუშაობდით, ვსწავლობდით და დღის დასრულების შემდეგ ან ფილმს ვუყურებდით მეგობრებთან ერთად ონლაინ რეჟიმში ან ვსვავდით. ამ დროს ნოუთბუქზე უკეთესი მხოლოდ კარგი ნოუთბუქი თუ იქნება.

 

ტელესკოპი

თუ თქვენი მეგობრის პირადი სიამოვნება ქალაქგარეთ შუაღამის ცის ყურებაა, დიდი ალბათობით მთელი წლის განმავლობაში საღამოობით განსაკუთრებით მოწყენილი იქნებოდა. ბევრი აქტივობით შეიძლება დაკავდე სახლში, თუმცა ვარკვლავების ყურება განსაკუთრებული რამაა, რასაც ყოველთვის ვერ შეძლებ სახლიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ ქალაქში ცხოვრობ. ამ შემთხვევაში ტელესკოპით ასეთ ადამიანს ყველაზე მეტად გააბედნიერებთ. წარმოიდგინეთ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს ცაში ვარკვლავების ცქერას. ისღა დაგრჩენიათ გაათვალიეროთ ონლაინ მაღაზიების აქციები და მეგობარს უღრუბლო ცა უსურვოთ.

დრონი

დრონი საკმარისზე მეტად ძვირფასი საჩუქარია მაათვის, ვინც პროფესიულ დონეზე იღებს ვიდეოებსა და ფოტოებს. თუ გინდათ ასეთ ადამიანს მართლა ღირებული და მაღალ ფასიანი საჩუქარი გაუკეთოთ, აუცილებლად უნდა ჩასვათ საყიდლების სიაში. განსაკუთრებით საუკეთესო პერიოდი მათთვის მთელი წლის განმავლობაში ცარიელი ქალაქებისა და დასახლებების გადაღება იყო, დრონით კი ამის გაკეთებას ერთი ხიბლი და ხარისხი აქვს.

პორტატული დინამიკი

მარტივი და საჭირო მოწყობილობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუსიკის მოსასმენად ყურსასმენებზე მეტი გინდათ. ასევე, განუყოფელი ნაწილია მეგობრების შეკრების დროს და მიუხედავად იმისა, რომ ახლა შეკრებებს ვერ ვახერხებთ, როდესაც პანდემია გადაივლის, პორტატული დინამიკი სწორედ ის ნივთი იქნება, რომელიც აუცილებელი დეტალი იქნება ყოველი ასეთი წვეულებისას.

პანდემიიდან გამომდინარე ბევრი დეტალი გადავაფასეთ და სხვადასხვა ნივთებსა თუ მოვლენებს სხვა თვალით დავუწყეთ ყურება. ის რაც აქამდე გვეგონა ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეულებრივი დეტალი იყო და სათანადოდ ვერ ვიაზრებდით მის მნიშვნელობას, ახლა უფრო მეტად ვაფასებთ და განსხვავებული ემოციით ვიხსენებთ. ასევე იქნება, როდესაც პანდემია გადაივლის, ამ პერიოდს გარკვეული ნოსტალგიით შევხედავთ და პირველი სწორედ ის ნივთები გაგვახსენდება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდამ ჩვენთან იყო. ამიტომ, სანამ საჩუქარს აარჩევთ, კარგად დაფიქრდით, დამატებით რა დადებითი ემოცია შეიძლება დატოვოს საჩუქრის ადრესატზე და თუ საჩუქარს მიიღებთ, ნამდვილად გეცოდინებათ, რომ გამომგზავნმა ბევრი იფიქრა ამაზე და ცდილობდა ემოციურად განსაკუთრებული რამ ეჩუქებინა.

(R)

Share