ვალუტის კურსი

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია.
ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„აქედან ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.3 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 7 186.0 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარნოემბერში, 4 169.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share