ვალუტის კურსი

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
შესაბამის ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (431.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (360.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (281.0 მლნ. აშშ დოლარი)“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share