1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:07:03

ბუღალტერიის როლი თქვენი ბიზნესის განვითარებაში

By: Admin
2020-12-21 12:42:41
204

არ აქვს მნიშვნელობა, ინდივიდუალური მეწარმე ხართ, მიკრო თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, რადგან ყველას თანაბრად დაგჭირდებათ გამოცდილი ბუღალტრული კომპანიის დახმარება.

სიტყვა ბუღალტერია ადამიანებს ხშირად აშინებს და დაბნეულობას იწვევს, რაც გასაგებიც არის. ეს სფერო უამრავ ტექნიკურ და ფინანსურ დეტალს მოიცავს, რაც ბევრი ადამიანისთვის სრულიად გაუგებარი საკითხებია. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ბუღალტერიას უდიდესი როლი უჭირავს ბიზნესის განვითარებაში და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მისი მართვა ჩააბაროთ კომპეტენტურ გუნდს.

გაინტერესებთ, კონკრეტულად როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ბუღალტერია ბიზნესის განვითარებაში?

პირველ რიგში, შესაძლებელი ხდება თქვენი ბიზნესის პერფორმანსის შეფასება და გაზომვა. ბუღალტერს შეუძლია გითხრათ, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად თქვენი ბიზნესი, როგორი ფინანსური საჭიროების წინაშე დგახართ და ზოგადად ფინანსურად როგორ პოზიციონირებთ ბაზარზე.

გარდა ამისა, გამოცდილი ბუღალტერი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და სხვადასხვა ტიპის დავალიანება. დაგვეთანხებით, რომ ქართულ ბაზარზე რთულია საათივით აწყობილი ბიზნესის ქონა. ხშირად კი ეს პრობლემა დაულაგებელი ფინანსური ოპერაციების გამო ხდება. სწორედ ამიტომ, ენთების მიზანია, დავეხმაროთ კლიენტს ამ სფეროს დალაგებაში. თქვენი ბიზნესი ყველაზე წარმატებული იქნება მაშინ, როდესაც თქვენს ორგანიზაციაში ბუღალტრული ოპერაციები განხორციელდება პროფესიონალების ხელით.

ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვთ. აღნიშნული ვალდებულებები შესაძლოა გულისხმობდეს დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადს, საპენსიო დანაზოგსა თუ მოგების გადასახადს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბუღალტერიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალურად ავიღოთ საკუთარ თავზე და კლიენტს მეტი დრო დარჩეს კომპანიაში მენეჯერული, თუ საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.

რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ თავისი ბიზნესი იყოს წარმატებული და გამოირჩეოდეს ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე, ამის განსახორციელებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფინანსების განკარგვაა. ჩვენ შეგვიძლია ყოველთვიურად მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რაში შეგიძლიათ თანხის დაზოგვა, როგორ იცვლება თქვენი თანხის შემოდინება და გადინება. ასეთ დროს, ყოველთვის მნიშვნელოვანია კლიენტს დავანახოთ მთლიანი სურათი, რათა შეექმნას მკაფიო წარმოდგენა საკუთარი პერსპექტივების შესახებ.

თქვენს კომპანიაში ფინანსური ოპერაციების მოწესრიგება დაგეხმარებათ როგორც დროის დაზოგვაში, ასევე სტაბილურობის განცდის შექმნაში. ეს უკანასკნელი კრიტიკული საკითხია, რადგან სტაბილურობის განცდა და კომპანიაში არსებული განწყობა პირდაპირ აისახება თქვენს თანამშრომლებზე. თანამშრომლების მოტივირებულობა კი გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე, შედეგებზე და მთლიანობაში კომპანიის მოგებაზე აისახება.

რაც მთავარია, ჩვენ პროცესების დალაგებით დაგეხმარებით მიიღოთ უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილებები კამპანიების დაგეგმვისას. გეცოდინებათ, თუ რა ოდენ მნიშვნელოვანია შესაბამისი კამპანიის დროს სწორი მომენტის შერჩევა. როდესაც გექნებათ თვალსაჩინო მონაცემები თქვენი ბიზნესის ფუნქციონირების შესახებ, შესაბამისად უფრო სწორ და ტარგეტირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

მცირე თუ დიდი მეწარმეები ხშირად განიცდიან, რამდენად სწორად ანაწილებენ თანხებს, სადმე ხომ არ დაუშვეს შეცდომა, შემდეგ ამ შეცდომის გამო შესაძლოა დიდი ზარალიც კი მიადგეთ. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, გათავისუფლდეთ ასეთი სტრესული გადაწყვეტილებების მიღებისგან და ბუღალტრული საქმე მიანდოთ ჩვენი პროფესიონალების გუნდს.

და ბოლოს, ენთები დაგეხმარებით, გაიმარტივოთ საქმე და აღარ ინერვიულოთ საბუღალტრო საქმეებზე. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს თქვენს ხარჯებს ყოველდღიური აქტივობების დროს, გავაკეთებთ თქვენი მონაცეების სისტემატიზირებას და გაგიწევთ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციას. 

(R)

Share