ვალუტის კურსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ჩვეულებრივი წინასაახალწლო „შოპინგი“ არ იქნება.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა სავაჭრო სექტორმაც აიღო და დარღვევების შემთხვევაში მკაცრი ზომები იქნება მათ მიმართ განხორციელებული.
„ჩვეულებრივი წინასაახალწლო „შოპინგი“ არ იქნება, რასაც ჩვენ ყველა ვართ ნორმალურ ვითარებაში შეჩვეულები. ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი. ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისაა, მაგრამ თავად სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა, თუმცა დარღვევების შემთხვევაში ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. რადგან გადაწყვეტილება არაა უპირობო“, - განაცხადა ნათია თურნავა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share