ვალუტის კურსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფასდაკლებები ძირითადად ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში იქნება.
მისი თქმით, ამით მობილობას შეამცირებენ.
„სავაჭრო სექტორმა თვითონ შემოგვთავაზა, რომ ფასდაკლებები მოვიდეს ძირითადად ონლაინ ვაჭრობაზე, რომ ამით წავახალისოთ დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში, რაც გადაანაწილებს მომხმარებელთა მასას და ნაკლები მობილობა იქნება“, - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share