3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:39:04

24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

By: Admin
2020-12-22 14:27:52
204

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ბაზრობები არ გაიხსნება, აგრარული ბაზრები მუშაობას განაგრძობენ

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთვარობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, 24 დეკემბრიდან გარკვეული სავაჭრო ობიექტები იხსნება.

„გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

o მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე

o მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

o მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი

o მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;

o ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

o ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

o ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ

o სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით

o ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები

o აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას

o ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Share