2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:41

გაძვირდება თუ არა პურზე ფასი

By: Admin
2020-12-23 12:33:44
204

პურზე, რომელსაც ქარხნები აწარმოებენ, ფასები არ გაიზრდება, - ამის შესახებ პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქარხნის პურის ფასი დარჩება ისეთი, როგორიც ახლაა.

„ამ ეტაპზე ხორბლის დეფიციტის საშიშროება არ არის და ეს სახალხო პური ანუ საქარხნო პური იქნება იმ ფასის რა ფასადაც იყიდება“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share