4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:37:22

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტით გაიზარდა

By: Admin
2020-12-24 11:23:39
204

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, - აცხადებენ საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share