3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:42:50

დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები იხსნება

By: Admin
2020-12-24 11:52:37
204

დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები იხსნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომხმარებლებს მაღაზიებში დამატებითი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

სავაჭრო ობიექტები დილის 07:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე, მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი, მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში იქნება დასაშვები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share