2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:01

მიზანშეწონილია, გადაიხედოს გადაწყვეტილება და „ლილო მოლი” გაიხსნას - BAG

By: Admin
2020-12-24 15:10:20
204

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ბაზრობების ტიპის მსხვილი სავაჭრო ობიექტების გახსნა, მიუხედავად დაანონსებული გეგმისა, არ მოხდება.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მტკივნეულია „ლილო მოლის“ ტიპის ბაზრობებისათვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან.

„24 დეკემბრიდან დაანონსებულმა გახსნამ ამ ადამიანებს გაუჩინა სრულიად ლეგიტიმური მოლოდინი, რომ წინასაახალწლო დღეებში მაინც შეძლებდნენ ეკონომიკურ აქტივობას. მათ ამისათვის შექმნეს მარაგები, დახარჯეს ფული და ახლა, ორი დღით ადრე შეიტყვეს, რომ არ მიეცემათ ვაჭრობის უფლება.

საკითხის აქტუალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი წესით ორგანიზებული სავაჭრო ობიექტების გახსნა, თუნდაც რამოდენიმე დღით და თუნდაც დამატებითი კონტროლისა და პრევენციის ზომების განხორციელების პირობით“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share