-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:11:43

„ლილო მოლი“, „საბა“,ელიავას ბაზრობა უნდა გაიხსნას, რათა თავიდან ავირიდოთ კანონის უხეში დარღვევა და სოციალური კრიზისი - „ახალგაზრდა ადვოკატები“

By: Admin
2020-12-26 15:14:39
204

„ახალგზარდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ „ლილო მოლი“, „საბა“,ელიავას ბაზრობა უნდა გაიხსნას, რათა თავიდან ავირიდოთ კანონის უხეში დარღვევა და სოციალური კრიზისი.

ორგანიზაციის იურისტის, ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, მთავრობას აქვს გონივრული დრო, გადახედოს საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და არსებული რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკონომიკური აქტიურობის შესაძლებლობა მისცეს ბაზრობების ტიპის მსხვილ სავაჭრო ცენტრებს.

მისი თქმით, გაიხსნა მოლები, სავაჭრო ცენტრები, მაგრამ სრულიად გაუგებარია და სარწმუნო არგუმენტებს არ ეფუძნება, თუ რატომ არ უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა „ლილო მოლოს“, „საბას“ თუ ელიავას ბაზრობას, რომლის ადმინისტრაციები აღნიშავენ, რომ მზად არიან დაიცვან დაწესებული წესები და ნორმების გათვალისწინებით განახორციელონ საქმიანობა.

„დასახელებული ბაზრობების გახსნა პირადპირ დაკავშირებულია მცირე მეწარმეების შემოსავალთან, არსებული ვალდებულებების შესრულებასთან, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებასთან. გაუგებარია, რატომ გადაადგილდებიან მოქალაქეები გახსნილ სავაჭრო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და რატომ არ შეუძლიათ მომხმარებლებმა იგივე წესები დაიცვან დასახელებულ ბაზრობებზე საჭირო პროდუქციის შეძენისას. ამიტომ, დაკეტილი ობიექტების გახსნის საკითხზე, დასახელებული ბაზრობების მიმართ დამოკიდებულებები, არც სამართლიანი და არც დაბალანსებული არ გვგონია“, - აცხადებს ჯაჯანიძე.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share