4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:58:43

2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

By: Admin
2020-12-28 13:41:15
204

2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ანგარიშს საქსტატი აქვეყნებს.

მათი ცნობით, ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი.

„ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა.

ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით.

ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე)“, - განაცხდეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share