ვალუტის კურსი

2021 წლის განმავლობაში მთავრობა გაზრდილ და ახლანდელ ტარიფს შორის სხვაობას 300 კილოვატის მოხმარების შემთხვევაში დაასუფსიდირებს.
ამის შესახებ მტავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში და მივიღეთ ერთადერთი ამ მომენტისთვის შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუფსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share