5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:56:06

ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 290.2 მლნ ლარი შეადგინა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 290.2 მლნ ლარი შეადგინა.

სებ-ის მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული მოცულობა 20.1 პროცენტით (20.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისშიც მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

გარდა ამისა, 2017 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (38.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (36.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

Share