სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სახელმწიფო პროგრამებზე საბუთების მიღებას 15 იანვრამდე აჩერებს
By: Admin
2020-12-30 13:59:25
საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 15 იანვრამდე აჩერებს საბუთების მიღებას და შესაბამისობის ცნობის გაცემას შემდეგ სახელმწიფო პროგრამებზე:
- დანერგე მომავალი (ბაღის გაშენება)
- დანერგე მომავალი (სანერგე მეურნეობის მოწყობა)
- ქართული ჩაი
- გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება
- რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა
- მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა
(NS)
Share