ვალუტის კურსი

სოფლის განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეების მომსახურებას განახორციელებს შემდეგი განრიგით: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით, ელ.ფოსტის მისამართზე: documents@rda.gov.ge
სოფლის განვითარების სააგენტო, პანდემიის პირობებში შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით, მუშაობას 2021 წლის 18 იანვრიდან განააახლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
Share